სერვისები
კორპორატიული შეკვეთები
კომპანიებისთვის შექმნილი ბუკეტები, კომპოზიციები და სასაჩუქრე ნაკრებები, რომლებიც ბრენდის იდენტობას, ღონისძიების ფორმატს და კონცეფციას ერგება. თითოეულ კომპოზიციას აქვს გამორჩეული სტილი, დახვეწილი დეტალები და ქმნის განსაკუთრებულ გამოცდილებას თანამშრომლების, პარტნიორებისთვის თუ სტუმრებისთვის.
ღონისძიების გაფორმება
განსაკუთრებული დღეებისთვის, იქნება ეს ქორწილი, იუბილე, კორპორატიული ღონისძიება თუ პრეზენტაცია, ჩვენ ვქმნით სივრცეებს, სადაც ფერები, ფორმები და ემოცია ჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან. ყოველი დეკორი შექმნილია თემის და განწყობის შესაფერისად, ქმნის უნიკალურ ატმოსფეროს და ხაზს უსვამს თითოეული ღონისძიების გამორჩეულობას.
ინტერიერის გაფორმება
სახლებისთვის, ოფისებისთვის, ბუტიკებისთვის თუ კვების ობიექტებისვის, ჩვენი ინტერიერის კომპოზიციები მორგებულია კონკრეტულ კონცეფციასა და საჭიროებაზე. შეთავაზება მოიცავს როგორც მუდმივ, ისე სეზონურ თაიგულებსა და კომპოზიციებს, რომლებიც ავსებს სივრცის ხასიათს, სილამაზეს და ენერგიას.
სპეციალური შეფუთვა
განსაკუთრებული შემთხვევებისა და დღესასწაულებისთვის შექმნილი სასაჩუქრე შეფუთვები დახვეწილი ბიომასალებით, ხელით შერჩეული დეტალებით და ექსკლუზიური შეთავაზებებით. ყოველი შეფუთვა ინოვაციური და ელეგანტური გადაწყვეტაა, რომელიც საჩუქარს განსაკუთრებულობას სძენს და ხაზს უსვამს მის ემოციურ მნიშვნელობას.