ჩვენს შესახებ

Fleur de Tbilisi არის ადგილი, სადაც დღე დღესასწაულად იქცევა, დღესასწაულები კი ემოციებად.

სივრცე, სადაც ყვავილი არის ხელოვნება, ემოცია და ამბავი.

გვჯერა, რომ ლამაზ ცხოვრებას ჟესტები ქმნის: ფერი, ერთ ღერ ყვავილში ჩადებული ნატვრა, სინათლესავით თბილი საჩუქარი, სურნელი, რომელიც განწყობას გიცვლის.

სწორედ ამ რწმენით შევქმენით ფრანგული სტილის ბუტიკი, სადაც პასტელური ტონები, დახვეწილი ფორმები, და ხელით შერჩეული დეტალები ერთიანდება.

ყვავილი მხოლოდ დეკორი არ არის, ეს არის სულიერი სიმშვიდე, ენერგიის ბალანსი, სიყვარულის მუდმივობა.

ყვავილი, როგორც ხელოვნება

Fleur de Tbilisi-ში გვინდა გავაცოცხლოთ ის, რაც დიდმა მხატვრებმა შექმნეს, Monet-ს სინათლე, Renoir-ის პასტელი, Van Gogh-ის დრამატულობა და გადმოვიტანოთ თქვენს სახლში, მაგიდაზე, იუბილეზე, თქვენს სივრცეში.

ჩვენ გვსურს მხატვრის მიერ დახატული ბუკეტები დაკომპოზიციები რეალურ, ცოცხალ ხელოვნებად ვაქციოთ, თქვენ კი ამ ხელოვნების ნაწილად.

Fleur de Tbilisi ასევე არის ონლაინ ყვავილების მაღაზია თბილისში, რომელიც გთავაზობთ თაიგულებსა და ყვავილების კომპოზიციებს თქვენი გემოვნების მიხედვით.

ჩვენ ვასრულებთ ყვავილების ონლაინ შეკვეთებს და მიწოდებას თბილისის მასშტაბით — როგორც ყოველდღიური საჩუქრებისთვის, ასევე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.


Fleur de Tbilisi მათთვისაა, ვისაც სურს ყვავილების ყიდვა თბილისში მარტივად, ონლაინ და სწრაფი სერვისით.